Euronews-ის ჟურნალისტი კობახიძეს: რა საერთო ღირებულებები გაქვთ EU-თან, მათ თქვენთან ფოტოების გადაღებაც არ სურთ
ირაკლი კობახიძესთან დისკუსიის დროს, ევრონიუსის ჟურნალისტი დაინტერესდა, რისთვის სურს „ოცნებას“ გაწევრიანება ევროკავშირში იმ ფონზე, როცა ამბობენ, რომ დაღმასვლაა და მას ბიუროკრატები მართავენ.
მან კობახიძეს ჰკითხა, “რა საერთო ღირებულებები აქვთ ევროკავშირთან, როდესაც ევროპელ ლიდერებს მათ გვერდით გამოჩენა და ფოტოების გადაღებაც კი არ სურთ.“
„მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული“, - თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ „ხედავენ ნეგატიურ ტენდენციებს, თუმცა, იმედოვნებენ, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება.“
მთავრობის მთაურმა მთავარ პრობლემად დიალოგის ნაკლებობა დაასახელა და განაცხადა, რომ “პრობლემაა რომ მათ არ გვესაუბრებიან.“
ჩვენი ღირებულებები გაგვაჩნია რომელიც შეაბამისობაშია ევროკავშირთან.სასამართლოს დამოუკიდებლობა მაგალითად. ჩვენ ვართ მზად ყველა საკითხზე სასაუბროდ, - დასძინა მან.