"ლოგიკისგან დაცვლილი ისტერიკა" - რაქვიაშვილის პასუხი დეკანოიძეს

04.04.24 12:19
"ლოგიკისგან დაცვლილი ისტერიკა" - რაქვიაშვილის პასუხი დეკანოიძეს

"ლოგიკისგან დაცვლილი ისტერიკა", - ასე პასუხობს პარტია "გირჩი" ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ საკანონმდებლო ორგანოსთვის მიმართვას, რომლის მიხედვითაც ხატია დეკანოიძე ამნისტიის შესახებ კანონზე საკუთარი ხელმოწერის გაუქმებას ითხოვს.

"გირჩის" წარმომადგენელი, სანდრო რაქვიაშვილი დარწმუნებულია, რომ პარტია პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით სწორ გადაწყვეტილებას იღებს, რაზეც რაქვიაშვილის თქმით, კანონის გარშემო ატეხილი ქაოსიც მიუთითებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ "ევროოპტიმისტების" ლიდერი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და საკუთარი ქცევებით საზოგადოებაში არსებული რეალური პრობლემების განხილვისგან თავის არიდებას ცდილობს.

ლოგიკისგან დაცლილი ისტერიკა, რაც რამდენიმე დეპუტატმა ატეხა მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ქცევა სწორია, ჩვენს ოპონენტებს არ აქვთ კონტრარგუმენტები და მარტო ლანძღვა და ტალახის სროლა შეუძლიათ. ხატიამ აჩვენა, რომ საერთოდ არ აღელვებს ამნისტიის საკითხი, ათობით ათასი ადამიანის საკითხი და ურჩევნია, თავის ისტერიკაში დარჩეს და გააგრძელოს უშინაარსო ლანძღვა, ვიდრე რეალურ პრობლემაზე ილაპარაკოს. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება პოლიტიკოსი ასე იქცეოდეს და ადამიანი, რომელიც ასე იქცევა პოლიტიკოსი ერქვას", - ამბობს რაქვიაშვილი.

დაადებს თუ არა ახალ კანონპროექტს ვეტოს სალომე ზურაბიშვილი, უცნობია. პრეზიდენტს ამ დრომდე არ გამოუხატავს საჯაროდ საკუთარი დამოკიდებულება საკანონმდებლო ორგანოში სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, 3 აპრილს, პარლამენტმა "გირჩის" ინიციატივას სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება სიაში ქალები ჩაწერონ და პარლამენტში შეიყვანონ. 

მსგავსი სიახლეები