თუ "ოცნებაში" კაცები დარჩნენ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კაცები ოდიშარიასთან ერთ გუნდში დარჩენას არ მოინდომებენ - ნაცვლიშვილი

04.04.24 12:16
თუ "ოცნებაში" კაცები დარჩნენ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კაცები ოდიშარიასთან ერთ გუნდში დარჩენას არ მოინდომებენ - ნაცვლიშვილი

თუ "ოცნებაში" კაცები დარჩნენ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კაცები ოდიშარიასთან ერთ გუნდში დარჩენას არ მოინდომებენ  - "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი "ოცნების" დეპუტატის, ბექა ოდიშარიას უხამს საქციელს კიდევ ერთხელ გმობს და "ოცნების" კაც დეპუტატებს მოქმედებისკენ მოუწოდებს.

როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ასე აღიქვამენ საკუთარ ოჯახის წევრ და ნათესავ ქალებს, საკუთარ თანაგუნდელ ქალებს და ამ ქვეყანაში ზოგადად ქალებს. ეს მათი წარმოდგენაა. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები და ეს არ არის წამოცდენა. ასე ფიქრობენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ ამ პარტიაში დარჩნენ კაცები, დარწმუნებული ვარ, რომ კაცები არ მოინდომებენ ოდიშარიასთან ერთად გუნდში დარჩენას", - ამბობს ნაცვლიშვილი.

ქალი დეპუტატების გინებასა და თავდასხმაში მხილებული ოდიშარია ამ დრომდე ხელშეუხებელია. არის თუ არა საკმარისი მხოლოდ ბოდიში ისიც მხოლოდ საზოგადოების მიმართ, ახლა ეს პარლამენტის თავჯდომარემ უნდა გადაწყვიტოს. უნდა აღინიშნის, რომ ოდიშარიას უხამსობას გმობს "ოცნების" დეპუტატების ნაწილიც. 

შეგახსენებთ, რომ გენდერული კვოტების გაუქმების მსჯელობის პარალელურად "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "ეს არის მო**ვნელი ქალების სინდრომი" - ისმის ვიდეო-ჩანაწერში.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

მსგავსი სიახლეები