პაპუაშვილი უპასუხისმგებლოა, პარლამენტში ეთიკის საბჭო აქამდე უნდა შექმნილიყო - აქუბარდია

04.04.24 12:29
პაპუაშვილი უპასუხისმგებლოა, პარლამენტში ეთიკის საბჭო აქამდე უნდა შექმნილიყო - აქუბარდია

თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილს უპასუხოსმგებლოს უწოდებს. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომს წორედ პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა ეზრუნა საკანონმდებლო ორგანოში ეთიკის საბჭოს შექმნაზე, რომელიც ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.

აქუბარდიას თქმით, სწორედ ეთიკის საბჭოს უნდა ემსჯელა, როგორც ოდიშარიას, ასევე ირაკლი ბერაიას, დაჩი ბერაიას, ალუდა ღუდუშაურის და სხვათა დისკრიმინაციულ განცხადებებზე.

შალვა პაპუაშვილი ერთადერთი ვითომ მაგარი არის, როდესაც პასუხს სთხოვს დასავლეთს, სამოქალაქო სექტორს, ოპოზიციას, მაგრამ თვითონ არის უპასუხისმგებლო და რატომ? ეთიკის საბჭო, რომელიც პარლამენტში უნდა შექმნილიყო, არ არის დაკომპლექტებული და პირდაპირ ეთიკის ნორმების დარღვევაა. საბჭოს ფუნქციონირება რომ ყოფილიყო ამ ხნის მანძილზე და ეს პაპუაშვილის პასუხისმგებლობაა, მას უნდა ემსჯელა, როგორც ოდიშარიას, ასევე ირაკლი ბერაიას, დაჩი ბერაიას, ალუდა ღუდუშაურის და სხვათა დისკრიმინაციულ განცხადებებზე", - ამბობს აქუბარდია.

რა რეაგირება ექნება შალვა პაპუაშვილს დეპუტატ ბექა ოდიშარიას უხამსობაზე? ამის შესახებ "პირველებმა" პარლამენტში მისულ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა, თუმცა შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ის კითხვებს მოგვიანებით უპასუხებს.

ქალი დეპუტატების გინებასა და თავდასხმაში მხილებული ოდიშარია ამ დრომდე ხელშეუხებელია. არის თუ არა საკმარისი მხოლოდ ბოდიში ისიც მხოლოდ საზოგადოების მიმართ, ახლა ეს პარლამენტის თავჯდომარემ უნდა გადაწყვიტოს. უნდა აღინიშნის, რომ ოდიშარიას უხამსობას გმობს "ოცნების" დეპუტატების ნაწილიც. 

შეგახსენებთ, რომ გენდერული კვოტების გაუქმების მსჯელობის პარალელურად "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "ეს არის მო**ვნელი ქალების სინდრომი" - ისმის ვიდეო-ჩანაწერში.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

მსგავსი სიახლეები