ეს იყო კერძო საუბარი - სეფაშვილი ოდიშარიაზე

04.04.24 12:55
ეს იყო კერძო საუბარი - სეფაშვილი ოდიშარიაზე

"ქართული ოცნების" რადიკალური ფრთის წარმომადგენელი, ეკა სეფაშვილი ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას ეხმაურება და ამბობს, რომ "ეს იყო კერძო საუბარი და ამის ჩაწერა დაუშვებელია.

"ხალხის ძალის" დეპუტატი ოდიშარიას მოხდილ ბოდიშს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ პიროვნული შეურაცხყოფა ყველა შემთხვევაში გაუმართლებელია.

შეურაცხყოფა ყველას მხრიდან დაუშვებელია და ძალიან კარგი, რომ ბოდიში მოიხადა, თუმცა ეს იყო კერძო საუბარი და დაუშვებელია, რომ ასეთი კერძო საუბრის დროს ხდება ჩანაწერი. ვიმეორებ, ნებისმიერი მსგავსი უზრდელობა, ვინც არ უნდა იყოს, არის დაუშვებელი. ეთიკის საბჭოს განხილვაზე თუ დადგა საკითხი, უნდა დადგეს ყველა საკითხი, მათ შორის თუნდაც მაგიდების გადაყირავების, წივილ-კივილის, ყველასი. პიროვნული შეურაცხყოფა ნებისმიერ შემთხვევაში პარლამენტი იქნება, ქუჩა თუ ნებისმიერი დაწესებულება, არის დაუშვებელი", - ამბობს სეფაშვილი.

ქალი დეპუტატების გინებასა და თავდასხმაში მხილებული ოდიშარია ამ დრომდე ხელშეუხებელია. არის თუ არა საკმარისი მხოლოდ ბოდიში ისიც მხოლოდ საზოგადოების მიმართ, ახლა ეს პარლამენტის თავჯდომარემ უნდა გადაწყვიტოს. უნდა აღინიშნის, რომ ოდიშარიას უხამსობას გმობს "ოცნების" დეპუტატების ნაწილიც. 

შეგახსენებთ, რომ გენდერული კვოტების გაუქმების მსჯელობის პარალელურად "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "ეს არის მო**ვნელი ქალების სინდრომი" - ისმის ვიდეო-ჩანაწერში.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

 

მსგავსი სიახლეები