როგორ უნდა გამოიყვანო სპეცრაზმი მთელი ქალაქის მასშტაბით? - კახი კალაძე
რატომ არ გამოიყენა შსს-მ მოძალადე დაჯგუფებების მიმართ პროპორციული ძალა - დედაქალაქის მერი ამბობს, რომ რადიკალების ლოკაციების სიმრავლის გამო ამის გაკეთება შუეძლებელი იყო.
გუშინწინ განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ძალადობა მიმდინარეობდა ჟურნალისტებზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა დაგმო ეს ქმედებები. მთელი ქალაქის მასშტაბით ხდებოდა სამწუხაროდ ეს ყველაფერი. მე როგორც ვხედავ, შეუძლებელია, როგორ უნდა გამოიყვანო სპეცრაზმი მთელი ქალაქის მასშტაბით, არბენინო ამ ხალხს? შესაბამისად, ყველა იდენტიფიცრებულია, ყველას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, - განაცხადა კახა კალაძემ.