საშიში რუსული კანონი - დადგება თუ არა პრეზიდენტი გაბრაზებული ხალხის გვერდით? (ვიდეო)
გავა თუ არა პრეზიდენტი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ქუჩაში? - შეკითხვით სალომე ზურაბიშვილს "პირველებმა" მიმართა. საქართველოს პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ გაბრაზებული ხალხის გვერდით დადგეს.
"თუ"-ზე არ ვპასუხობ, ვნახოთ, რა იქნება, - ეუბნება ზურაბიშვილი "პირველებს".
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი რუსული კანონის მოწინააღმეგეებს ღია მხარდაჭერას უცხადებს და "ქართულ ოცნებას" კანონის შემობრუნების და პირობის დარღვევის გამო აკრიტიკებს.