ცესკოს თავმჯდომარე პრეზიდენტს მეორედ შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
პრეზიდენტის მიერ დაწუნებული ცესკოს თავმჯდომარე პრეზიდენტს ბოლო ერთ კვირაში მეორედ შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილიი ათონელის რეზიდენიცაში რამდენიმე საათის წინ მივიდა. "პირველების" კითხვის საპასუხოდ, კალანდარიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ტექნოლოგიებზე უნდა ესაუბროს.
გრძელდება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში, თქვენ როგორც იცით, ყველა ინსტიტუციასთან მივდივართ და რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტთან, თანამშრომლებთან და თავად პრეზიდენტთან მოვედით, რომ დღეს მათ ავუხსნათ, ვაჩვენოთ, ემონსტრირება მოვახდინოთ უშაულოდ როგორ მუშაობს ტექნოლოგიები. ძალიან დიი მცდელობაა, განსაკუთრებით, ყოველთვის ეს ყველაფერი თვალსაჩინო ხდება ხოლმე, როდესაც კონკურსები ხორციელდება, რომ გახორციელდეს მაქსიმალურად ჩემი აფილირება მმართველ პარტიასთან და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, - ამბობს კალანდარიშვილი.
პრეზიდენტმა ჯერ კიდევ წინა კვირას საგარეო საქმეთა სამინისტრო უმოქმედობაში ამხილა და ცესკოს დაავალა, ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებისთვის თანაბარი საარჩევნო პირობები შეექმნა და დამატებითი საარჩევნო უბნები გაეხსნა.