კორძაია "ოცნებას" ქალების "პოლიტიკურ მკვლელობაში" ადანაშაულებს

04.04.24 13:51
კორძაია "ოცნებას" ქალების "პოლიტიკურ მკვლელობაში" ადანაშაულებს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია "ოცნებას" ქალების "პოლიტიკურ მკვლელობაში" ადანაშაულებს.

თქვენ ერეკებით, პოლიტიკურად დევნით და პოლიტიკურად კლავთ არა მარტო ოპოზიციონერ ქალებს, არამედ თქვენი პარტიის ქალებს", - განაცხადა თამარ კორძაიამ

ხმაურის, დაპირისპირების და მძიმე პოლიტიკური განცხადებების ფონზე მიდის საქართველოს პარლამენტში ქალთა კვოტირების შესახებ კანონპროექტის განხილვა. 

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ "გირჩის" საკანონმდებლობა ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.

მსგავსი სიახლეები