შეგიძლიათ, წყლის თოფით თამაში გააგრძელოთ - ნაცვლიშვილი "გირჩს"

04.04.24 14:01
შეგიძლიათ, წყლის თოფით თამაში გააგრძელოთ - ნაცვლიშვილი "გირჩს"

შეგიძლიათ წყლის თოფით თამაში გააგრძელოთ - ასე მიმართა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარტია „გირჩის“ წევრებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ნუ „გირჩებს“ რაც შეგეხებათ, ბოლომდე ლუსტრირდით და შეგიძლიათ ამიერიდან წყლის თოფით თამაში გააგრძელოთ. გასაგებია უკვე სად არის თქვენი ადგილი. ეჭვი აქამდეც არ მეპარებოდა, მაგრამ მაინც. გავიგეთ, როგორც ვუყურებთ ყველა ქალს ამ საზოგადოებაში. სად დაიმალა, რომელ სოროშია? რატომ ვერ გამოგყავთ თქვენი ფალავანი? არა უშავს, ქალებს ეს ვერ შეგვაშინებს, ვერც გაგვაჩუმებს, ვერც შეგვაჩერებს“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, როდესაც გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?“

ხმაურის, დაპირისპირების და მძიმე პოლიტიკური განცხადებების ფონზე მიდის საქართველოს პარლამენტში ქალთა კვოტირების შესახებ კანონპროექტის განხილვა. 

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ "გირჩის" საკანონმდებლობა ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.

მსგავსი სიახლეები