ოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა "ოცნებიდან", კაცებს ამის გამბედაობა არ გეყოთ - ნაცვლიშვილი

04.04.24 14:06
ოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა "ოცნებიდან", კაცებს ამის გამბედაობა არ გეყოთ - ნაცვლიშვილი

ოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა თქვენი გუნდიდან, კაცებს ამის გამბედაობა არ გეყოთ - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.

„რასაც ეს ორი დღეა ამ დარბაზში ვუყურებთ, თითქოს კვოტებზე დავას, ძალიან დიდი ხანია პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის საკითხს და კვოტებს გასცდა. მაგრამ კარგია, ძალიან მნიშვნელოვანი ლუსტრაცია მოხდა ყველასი სათითაოდ და ჯგუფურად. აქ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზეც აღარა არის საუბარი და 4-ში ერთ ქალზე, რომელზეც ყველამ არასწორად გაიგეთ. კანონში 4-ში ერთი არ წერია. აქ გამოჩნდა საერთოდ, როგორ უყურებთ და საერთოდ როგორ აღიქვამთ საკუთარი ოჯახის წევრ ქალებს, საკუთარ თანაგუნდელ ქალებს, პარლამენტის თანამშრომელ ქალებს და ზოგადად, ქალებს ამ საზოგადოებაში. როგორ აღიქვამთ, რად მიგაჩნიათ [ქალები]. მინდა გითხრათ, რომ თქვენი აღქმა ქალების მიმართ ჩვენთვის არ არის დამაკნინებელი. თქვენ გაგზომათ ამ თქვენმა ტექსტებმა, თქვენი სიმდაბლე გაზომა და გამოაჩინა ძალიან კარგად. დიდი მადლობა ამისთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინ ოდიშარიას სამარცხვინო საქციელის აწმენდა ქალს მოუხდა თქვენი გუნდიდან. კაცებს ამის გამბედაობა არ გეყოთ. ვწუხვარ, მაგრამ ვაფასებ მის ამ საქციელს. ისევ ქალი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ქალი დეპუტატების გინებასა და თავდასხმაში მხილებული ოდიშარია ამ დრომდე ხელშეუხებელია. არის თუ არა საკმარისი მხოლოდ ბოდიში ისიც მხოლოდ საზოგადოების მიმართ, ახლა ეს პარლამენტის თავჯდომარემ უნდა გადაწყვიტოს. უნდა აღინიშნის, რომ ოდიშარიას უხამსობას გმობს "ოცნების" დეპუტატების ნაწილიც. 

შეგახსენებთ, რომ გენდერული კვოტების გაუქმების მსჯელობის პარალელურად "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "ეს არის მო**ვნელი ქალების სინდრომი" - ისმის ვიდეო-ჩანაწერში.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

 

მსგავსი სიახლეები