რატომ არ ფუნქციონირებს ეთიკის საბჭო საქართველოს პარლამენტში? - პაპუაშვილი ხელს ისევ ოპოზიციისკენ იშვერს
რატომ არ ფუნქციონირებს ეთიკის საბჭო საქართველოს პარლამენტში? ლეგიტიმური კითხვა ოპოზიციას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აგინა და შეურაცხყოფა მიაყენა.
პარლამენტის თავმჯდომარე საბჭოს არარსებობას ისევ ოპოზიციას აბრალებს. შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ოპოზიციამ საბჭოს შესაქმნელად საკუთარი წარმომადგენლები არ დაასახელა.
მიკვირს ამ კითხვას რომ სვამთ, იმიტომ, რომ ეთიკის საბჭოს რაც შეეხება, შეგახსენებთ თუ არ გახსოვთ, რომ ეთიკის საბჭო კომპლექტდება ნახევარი არის უმრავლესობის წარმომადგენელი, ნახევარის არის ოპოზიციის წარმომადგენელი. თეების განმავლობაში უმრავლესობას ჰყავდა თავისი წარმომადგენლები დანიშნული საბჭოში, ოპოზიცია არ ასახელებდა თავის წარმომადგენლებს, ამიტომ კითხვები, ამ შემთხვევაში, არის თქვენი მისამართით, - ამბობს პაპუაშვილი.