"ოცნების" დეპუტატებმა იიციან, რომ რაც არ უნდა საძაგლობა თქვან, არ დაისჯებიან - ქეთი თურაზაშვილი ოდიშარიაზე
პარტია "მოქალაქეების" წევრი ქეთი თურაზაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციონერი ქალების მიმართ "ოცნების" დეპუტატების შეურაცხმყოფელი განცხადებები იმის შედეგია, რომ თავის დროზე მსგავის ქმედება ირაკლი ბერაიას შერჩა. ქალი დეპუტატის თქმით, "ოცნებამ" კარგად იცის, რომ რაც არ უნდა საძაგლობა თქვან, ისინი არ დაისჯებიან.
ეს იყო იმის შედეგი, რომ თავის დროზე ირაკლი ბერაია შერჩა ის, რაც გააკეთა. და შერჩა მხოლოდ ის კი არა, რომ ის დარჩა პარლამენტის წევრად, ირაკლი ბერაია დღეს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც არის ისევ. შესაბამისად, ეს არის ნიშანი „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის, რომ რაც არ უნდა გააკეთონ, როგორი საძაგლობაც არ უნდა თქვან, ისინი არ დაისჯებიან, - ამბობს ქეთი თურაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს გუშინ აგინა და შეურაცხყოფა მიაყენა.