დღეს თუ ქვების დაშენა შერჩებათ, ხვალ კომუნიკაციის ეს ფორმა ნორმა გახდება - სამოქალაქო აქტივისტები
ქვები, წყლით სავსე ბოთლები, მეტალის საგნები და მოლოტოვის კოქტეილები - მშვიდობიანი აქციის მონაწილეები გუშინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ. ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ აღშნიშნულ საგნებს პოლიცია ნივთმტკიცებად არ ინახავდა და სანაგვე ურნაში ყრიდა.
ეს არის რკინის ე.წ. არმატურის ნაჭერი, რომელიც არის წინასწარ დაჭრილი და რომელსაც ისროდნენ ჩვენს მიმართ, სამართალდამცველების მიმართ. პოლიციის პასუხი იყო ძალიან კომიკური და სიმბოლურიც. მსგავს ნივთებს ნივთმტკიცებად არ აფორმებდნენ, არამედ ჩემს თვალწინ აიღო და ნაგვის ყუთში ჩააგდო. რეალურად რაც შეიძლება ანაბეჭდების მიხედვით შეიძლებოდა, ყოფილიყო ნივთმტკიცება კონკრეტული მოძალადის მიმართ, - ამბობს აქციის მონაწილე.
სამოქალაქო აქტივისტები თვლიან, რომ ქვების სროლა კომუნიკაციის ნორმად არ უნდა ჩამოყალიბდეს.
დღეს თუ ადამიანებს, რომლებმაც დაუშინეს ქვები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, შერჩებათ ნასროლი ქვები და ისინი არ აგებენ პასუხს კანონის წინაშე, ხვალ ნებისმიერი ისვრის ქვას და ამ ქვეყანაში ქვების დაშენა გახდება კომუნიკაციის ნორმალიზებული ფორმა, ეს არ უნდა გახდეს ნორმა, - ამბობს მოქალაქე.