ივანიშვილის გუნდის პირობებში აღმზრდელებს 290-310 ლარი აქვთ ხელფასი, დაცინვაა - ტოხვაძე

04.04.24 14:53
ივანიშვილის გუნდის პირობებში აღმზრდელებს 290-310 ლარი აქვთ ხელფასი, დაცინვაა - ტოხვაძე

"ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში 290-310 ლარს ერქმევა ხელფასი და ეს არის დაცინვა ამხელა პასუხისმგებლობის მქონე აღმზრდელებისთვის", - ამის შესახებ განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, ნანა ტოხვაძემ პარტიის ოფისში საბავშვო ბაღის მასწავლებლებთან შეხვედრისას გააკეთა.

ტოხვაძის თქმით, ერთი მხრივ, ეს შიმშილისთვის ადამიანების გაწირვაა.

დღეს შევხვდით საჯარო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებსაც საარსებო მინიმუმსაც კი ვერ იღებენ სახელმწიფოსგან. ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში 290-310 ლარს ერქმევა ხელფასი და ეს არის დაცინვა ამხელა პასუხისმგებლობის მქონე აღმზრდელებისთვის, ბაღის თანამშრომლებისთვის და რატომ იცლება ქვეყანა და რატომ გარბიან ადამიანები ამ ქვეყნიდან?!  ამიტომ, რომ 300 ლარს დღევანდელ, გაძვირებულ ცხოვრებაში არ შეიძლება ერქვას ანაზღაურება. ეს არის პრაქტიკულად ერთი მხრივ ამ ადამიანების გაწირვა შიმშილისთვის და ცხოვრებასაც ვერ დავარქმევ, არსებობისთვის ბრძოლა, მაშინ როცა 40 ბავშვიან ჯგუფებში ამ ადამიანებს დილიდან - საღამომდე უწევთ მუხლჩაუხრელი შრომა და ჩვენი მომავალი თაობის სამსახური. ამისთვის ივანიშვილის პარტია და ხელისუფლება სთავაზობს 300-350 ლარიან დამცინავ, მიზერულ ანაზღაურებას",- განაცხადა ტოხვაძემ.

მსგავსი სიახლეები