რატომ გატეხა "ოცნებამ" სიტყვა - რით იმართლებენ თავს უმრავლესობაში

04.04.24 15:11
რატომ გატეხა "ოცნებამ" სიტყვა - რით იმართლებენ თავს უმრავლესობაში

ერთი წლის თავზე, დარღვეული პირობის შემდეგ, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ პირობა ხელისუფლებამ კი არა მესამე სექტორმა დაარღვია. 

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ თითქოს რუსული კანონი შარშან არა სახალხო პროტესტის გამო, არამედ ორგანიზაციებიდან მიღებული დაპირების სანაცვლოდ გაიწვიეს.

ასეთი დაპირება საჯაროდ არავის გაუცია, კონკრეტიკისგან კი ხელისუფლება თავს იკავებს. სწორედ ასე ახსნა დღეს მამუკა  მდინარაძემ საკუთარი სიტყვის გატეხვა, პირობის გაცემიდან ერთი წლის თავზე, რომ რუსულ კანონს ხელისუფლება აღარ მიუბრუნდებოდა. 

„ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ აღარ ვუბრუნდებოდით კანონს, ჩვენ ხომ ვამბობდით, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც გადათქვამს თავის ნათქვამს, ხელისუფლებას დაკარგავს, ძვირად დაუჯდებაო, მაგრამ მეორე მხარეს შესასრულებელია პირობა, რომელიც კი არ შესრულდა, მდგომარეობა გაუარესდა. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა გამჭვირვალობა გაუმჭვირვალობით კიდევ უფრო იცვლება, ხელისუფლება ვალდებულია, „გადაგდების“ საპირისპიროდ თავისი სიტყვა თქვას“, - განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები