პრემიერმა ღარიბაშვილის მიერ დანიშნული დაზვერვის სამსახურის უფროსი გაათავისუფლა
ირაკლი კობახიძის ბრძანებით, დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაუშვეს.
შალვა ლომიძე ყოფილი პრემიერის კადრია - ის ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის აპრილში, დანიშნა.
ლომიძის შემცვლელი ჯერ დანიშნული არ არის.
რა ვიცით საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილ შეფზე?
- 2020 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას.
- 2014 წელს იგი გახდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.
- 2014 წელს შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურში დირექტორატის უფროსის მოადგილისა და შემდგომ დირექტორატის უფროსის თანამდებობებს იკავებდა.
- 2012 წელს მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.
- 2005-2012 წლებში იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
- აკადემიის დასრულების შემდეგ, შალვა ლომიძემ კარიერა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კონტრდაზვერვის სამსახურში, სადაც იკავებდა სხვადასხვა პოზიციას. 2004 წლიდან მან მუშაობა განაგრძო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს კონტრშპიონაჟის დეპარტამენტში.
- 1999 წელს მან დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია.