"ოცნება" ევროკავშირის წევრობის საბოტაჟს ეწევა - ანა გოგოლაძე

04.04.24 15:13
"ოცნება" ევროკავშირის წევრობის საბოტაჟს ეწევა - ანა გოგოლაძე

პარტია "ახალის" წევრი ანა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" საკუთარი გადაწყვეტილებებით ევროინტეგრაციის საბოტაჟს ეწევა. ამის შესახებ ოპოზიციის წევრმა საქართველოს პრეზიდენტთან მისვლისას განაცხადა.  

ჩვენ იმ პათოსს აბსოლუტურად ვიზიარებთ, რომ რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“ დაწყებული რუსული კანონით დამთავრებული, მაგალითად, მოსამართლეების კეთლსინდისიერებაზე შემოწმების უარის თქმით, ეს არის საბოტაჟირება ევროკავშირის წევრობის, - ამბობს ანა გოგოლაძე. 

ამ წუთებში პოლიტიკური მოვლენენის ცენტრი ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაა. სალომე ზურაბიშვილი დახურულ კარს მიღმა ოპოზიციას და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. განხილვის უმთავრესიი საკითხი რუსული კანონია. 

მსგავსი სიახლეები