"ოცნებას" არც ეროვნულობასთან და არც ქართულთან საერთო აღარაფერი აქვს - თეონა აქუბარდია

04.04.24 15:18
"ოცნებას" არც ეროვნულობასთან და არც ქართულთან საერთო აღარაფერი აქვს - თეონა აქუბარდია

მორიგი ეირიში ქვეყნის დემოკრატიულობის და ევროპული მომავალის წინააღმდეგ - ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რუსული კანონი შემოაბრუნოს.

ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" აღარც ეროვნულობასთან და არც რაიმე ქართულთან საერთო აღარაფერი აქვს. 

ყველაზე ეროვნული თემა დღეს არის ქვეყნის დემოკრატიის და ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ მორიგი იერიში „ქართული ოცნების“ და აბსოლუტურად ვიზიარებ პოზიციას, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარც ეროვნულობასთან აქვს არაფერი საერთო და აღარც ქართულთან, - ამბობს თეონა აქუბარდია. 

ამ წუთებში პოლიტიკური მოვლენების ცენტრი ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაა. სალომე ზურაბიშვილი დახურულ კარს მიღმა ოპოზიციას და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. განხილვის უმთავრესიი საკითხი რუსული კანონია.  

მსგავსი სიახლეები