წყენებზე მაღლა უნდა დავდგეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავიღვიძებთ ტამბოვში - ელისაშვილი ოპოზიციას

04.04.24 15:29
წყენებზე მაღლა უნდა დავდგეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავიღვიძებთ ტამბოვში - ელისაშვილი ოპოზიციას

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებაზე" გამარჯვების ერთადერთი გზა ოპოზიციის გაერთიანებაზე გადის. ოპოზიციის წევრის თქმით, ოპოზიციამ საერთო ენა უნდა გამონახოს და ძველი წყენები დაივიწყოს, წინააღმეგ შემთხვევაში, სრულიად საქართელოს რუსულ რეალობაში გაიღვიძებს.

ეს არჩევნები უნდა იყოს რეფერენდუმი. „ქართული ოცნება“ დგას რუსეთის სამსახურში და დანარჩენმა ოპოზიციამ საკუთარ თავს უნდა შემოვუძახოთ, წყენებზე მაღლა დავდგეთ და თვალი გავუსწოროთ რეალობას. ჩვენ თუ ისევ ერთმანეთში ძიძგილაობას გავაგრძელებთ და ისევ გავაგრძელებთ საკუთარი წყენების ტყვეობაში ყოფნას, გავიღვიძებთ ტამბოვში. გვარებსაც გადაგვიკეთებენ რუსულად როგორც მე-19 საუკუნეში და მერე გაგვამწესებენ ციმბირში, - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

ამ წუთებში პოლიტიკური მოვლენების ცენტრი ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაა. სალომე ზურაბიშვილი დახურულ კარს მიღმა ოპოზიციას და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. განხილვის უმთავრესიი საკითხი რუსული კანონია.   

მსგავსი სიახლეები