არავის დავრთავთ ნებას, რომ საქართველოში რუსეთი იყოს - ეკა გიგაური
არავის დავრთავთ ნებას, რომ საქართველოში რუსეთი იყოს, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორმა ეკა გიგაურმა ათონელის სასახლეში მისვლისას განაცხადა. მესამე სექტორის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" არც ევროპა და არც ნატო უნდა, ამიტომ ხალხის ინტერესების შესაბამისად ახლა ოპოზიციამ და მესამე სექტორმა უნდა იმოქმედოს.
ცალსახად ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არც ევროპა უნდა და არც ნატო, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად და არავის დავრთავთ ნებას, რომ საქართველოში რუსეთი იყოს, - ამბობს ეკა გიგაური.
ამ წუთებში პოლიტიკური მოვლენების ცენტრი ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაა. სალომე ზურაბიშვილი დახურულ კარს მიღმა ოპოზიციას და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. განხილვის უმთავრესიი საკითხი რუსული კანონია.