პრეზიდენტის ვიზიტების დაბლოკვა კობახიძემაც დაიწყო
პრეზიდენტის ვიზიტების დაბლოკვა ირაკლი კობახიძემაც დაიწყო - საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს ლიეტუვაში ვიზიტზე უარი უთხრა.
ირკვევა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა თანხმობისთვის მთავრობას 27 მარტს მიმართა, თუმცა მთავრობის განკარგულებით, ვიზიტზე უარი ეთქვა.
სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავდა.
გაემგზავრება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში აკრძალვის მიუხედავად, უცნობია.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ვიზიტების დაბლოკვების პრაქტიკა ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაამკვიდრა. მეტიც, "ქართული ონება" ურჩ პრეზიდენსტ საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი დაუპირისპირდა. ირაკლი კობახიძე, რომელიც მაშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო, პრეზიდენტის იმპიჩმენტს აქტიურად ითხოვდა და საკონსტიტუციო სასმართლოში ზურაბიშვილის წინააღმდეგ პირადად წავიდა.