შენ თუ ფსიქო მოგცენ, მე მაშინ პასუხს ვაგებ... სახლში იციან აქ რომ ხარ? - ოდიშარია სამადაშვილს

04.04.24 15:52
შენ თუ ფსიქო მოგცენ, მე მაშინ პასუხს ვაგებ... სახლში იციან აქ რომ ხარ? - ოდიშარია სამადაშვილს

ქალი დეპუტატების მაგინებელი ბექა ოდიშარია იერიშზე გადავიდა. "ოცნების" წევრის ახალი სამიზნე დღეს პარტია "ლელოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი გახდა. "უსამშობლო, უცხვირპირო, უფსკერო" - ასე მიმართავდა კაცი დეპუტატი დღეს ქალ კოლეგას. 

სალამს არ აძლევს არავის ათი წელიწადია, ბატონ რომანს მაინც მიესალმე ან გვერდზე მჯდომს მაინც მიესალმე. საით მიდიხარ, როგორ მოდიხარ, სახლში იციან აქ რომ ხარ? და თუ ვინმეს ანალიზი გაინტერესებს, წამომყევი და შენ თუ ფსიქო მოგცენ, მე პასუხს ვაგებ მაშინ და ვინც შენ აქამდე ფსიქო მოგცა, იქნებ სახელი და გვარი მითხრა, იმათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. როგორ შეიძლება საერთოდ პარლამენტში ყოფნა? როგორი "წარმატებული" დიპლომატიც იყო, ისეთი "წარმატებული" პოლიტიკოსია, - თქვა ოდიშარიამ. 

შეგახსენებთ, რომ ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს გუშინ აგინა და შეურაცხყოფა მიაყენა.  

მსგავსი სიახლეები