პარლამენტის წევრი იმდენად სათუთი არ უნდა იყოს, რომ ყველა შენიშვნაზე გული მისდიოდეს - იაგო ხვიჩაია

04.04.24 15:53
პარლამენტის წევრი იმდენად სათუთი არ უნდა იყოს, რომ ყველა შენიშვნაზე გული მისდიოდეს - იაგო ხვიჩაია

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია თანაპარტიელს იცავს და ამტკიცებს, რომ ოპოზიცონერი ქალი დეპუტატებისთვის ვახო მეგრელიშვილს შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ამასთან, ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ პარლამენტის წევრები "სათუთები" არ უნდა იყვნენ და ყველა შენიშვნაზე "გული არ უნდა მისდიოდეთ". 

მემგონი, პარლამენტის წევრი იმიტომ აის პარლამენტის წევრი, რომ იმდენად სათუთი არ იყოს, რომ კოლეგისგან ნათქვამი კრიტიკულ შენიშვნაზე გული არ მისდიოდეს. მე ვერაფერი განსაკუთრებული ვერ დავინახე ვახო მეგრელიშვილის გამონათქვამში, იქიდან გამომდინარე, რომ არავისთვის მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია, - ამბობს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ გენდერული კვოტების გაუქმების მსჯელობის პარალელურად "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "ეს არის მო**ვნელი ქალების სინდრომი" - ისმის ვიდეოჩანაწერში. 

„გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა კი განაცხადა, რომ „მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?“.
 

მსგავსი სიახლეები