მიგვაჩნია, რომ ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას, "რუსული კანონის" შეჩერებას და რუსული მმართველობის დასრულებას მივაღწევთ არჩევნებზე - სამადაშვილი

04.04.24 16:27
მიგვაჩნია, რომ ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას, "რუსული კანონის" შეჩერებას და რუსული მმართველობის დასრულებას მივაღწევთ არჩევნებზე - სამადაშვილი

"ვაგრძელებთ კოორდინაციას ევროპული დღის წესრიგის გარშემო - მიგვაჩნია, რომ ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას, „რუსული კანონის“ შეჩერებას და ქვეყანაში რუსული მმართველობის დასრულებას მივაღწევთ არჩევნებზე", - ეს განცხადება პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა. 

დეპუტატის თქმით, „ლელო“, პარტნიორებთან ერთად იბრძოლებს, რომ საქართველოს პროევროპული ხელისუფლება ჰყავდეს.

კიდევ ერთხელ და ძალიან აშკარად გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის დავალებით ასრულებს მთავარ დაკვეთას, რომ არ მოხდეს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნა. ამ „რუსული კანონის“ ამოცანა არის ის, რომ შეაფერხოს ევროკავშირთან ყველანაირი პროგრესი. ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინაციას ევროპული დღის წესრიგის გარშემო. პრეზიდენტმა ეს პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო და „ლელო“ აქტიურად ჩაერთო. „ლელოს“ პოზიცია მარტივია - ევროპული დღის წესრიგის გარშემო საზოგადოების სრული კონსოლიდაცია უნდა მოხდეს. ოღონდ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპული დღის წესრიგის განხორციელებას, „რუსული კანონის“ შეჩერებას, რუსული მმართველობის დასრულებას ქვეყანაში, მივაღწევთ არჩევნებზე. მინდა საზოგადოებას შევპირდე, რომ „ლელო“, პარტნიორებთან ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, არჩევნებამდე და არჩევნებზე, იბრძოლებს იმისთვის, რომ პროევროპული ხელისუფლება გვყავდეს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პრეზიდენტთან კონსულტაციების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. გენდერული კვოტების გაუქმებისა და რუსული კანონის ხელახალა ინიცირების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. 

მსგავსი სიახლეები