არჩევნებია მთავარი პასუხი, რომელიც ივანიშვილის პარტიამ უნდა მიიღოს ამ ანტიევროპულ ნაბიჯებზე - ბოკუჩავა

04.04.24 16:34
არჩევნებია მთავარი პასუხი, რომელიც ივანიშვილის პარტიამ უნდა მიიღოს ამ ანტიევროპულ ნაბიჯებზე - ბოკუჩავა

"არჩევნებია მთავარი პასუხი, რომელიც ივანიშვილის პარტიამ უნდა მიიღოს ამ ანტიევროპულ და ანტიეროვნულ ნაბიჯებზე", - ეს განცხადება ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

დეპუტატის თქმით, "ქართული ოცნება" ქართველი ხალხისგან პასუხს არჩევნებზე მიიღებს.

ეს იყო "რუსული კანონი" შარშან, როდესაც ქართველი ხალხის ძალისხმევით იგი ჩავარდა, რის შედეგადაც საქართველომ ისევ ქართველი ხალხის ძალისხმევით მიიღო კანდიდატის სტატუსი და ეს არის "რუსული კანონი" დღესაც. ამ ჩავარდნილი კანონით ახლა ხელისუფლება ვერც ჩავარდნილ ეკონომიკას გადაფარავს და ვერც ევროპულ მომავალს წაართმევს ჩვენს ქვეყანას იმიტომ, რომ მთავარ პასუხს ქართველებისგან მიიღებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე", - განაცხადა ბოკუჩავამ.

პრეზიდენტთან კონსულტაციების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. გენდერული კვოტების გაუქმებისა და რუსული კანონის ხელახალა ინიცირების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.  

მსგავსი სიახლეები