გენდერული კვოტირება გაუქმებულია
85 მომხრე 22 წინააღმდეგი - გენდერული კვოტირება გაუქმებულია. გადაწყვეტილება პარლამენტმა უკვე მიიღო.
"გირჩის" ინიციატივის თანახმად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება სიაში ქალები ჩაწერონ და პარლამენტში შეიყვანონ.
ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, "გირჩი" მმართველ პარტიას გაურიგდა - იმ შემთხვევაში, თუ "ოცნება" ინიციატივას დაამტკიცებდა, მაშინ ხვიჩია-მეგრელიშვილის პარტია ივანიშვილის გუნდის მიერ ცესკოს თავმჯდომარედ წარდგენილ კანდიდატს მხარს დაუჭერდა.