ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა რუსული პროპაგანდის მცდელობაა - სამადაშვილი
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარლამენტის წინ ევროკავსირის დროში ჩამოხსნას რუსული პროპაგანდის მცდელობად აფასებს. პოლიტიკოსი თვლის, რომ აღნიშნული ფაქტი არის ნიშანი იმის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ქვეყანა დასავლეთისკენ ვერ მიჰყავს.
ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის დროში ჩამოხსნა მოხდა სწორედ აი, ამ ფონზე. ეს არის პირდაპირ რუსული პროპაგანდის მცდელობა, რომ ტოლობის ნიშანი დასვას ევროკავშირს და საზოგადოებაში, შეიძლება, ნაკლებად პოპულარულ თემებს შორის, როგორიც არის სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა. ის, რომ ეს შესაძლებელი გახდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, რომ ევროკავშირის დროშა მეორეჯერ ჩამოხსნეს პარლამენტის წინ, ეს არის ნიშანი იმის, რომ ამ ხელისუფლებას ვერანაირი დასავლეთისკენ ეს ქვეყანა ვერ მიჰყავს, - აცხადებ სამადაშვილი.
რადიკალურმა ჯგუფებმა გუშინ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს. დღეს დილით კი პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ევროკავშირის დროშა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი ხელით აღმართა.
ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე არც ერთ უწყებას და არც პრემიერ-მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია.