ჩაერთვება თუ არა ვასაძე ოლიგარქთან ღია ბრძოლაში - რას ამბობს პრორუსული "ალტ ინფო"?

04.04.24 17:15
ჩაერთვება თუ არა ვასაძე ოლიგარქთან ღია ბრძოლაში - რას ამბობს პრორუსული "ალტ ინფო"?

ჩაერთვება თუ არა ლევან ვასაძე ოლიგარქთან ღია ბრძოლაში - რადიკალების ლიდერი კოკა მორგოშია, რომლის პარტიაც ცესკომ უკვე რეგისტრაციაში გაატარა ვასაძესთან ახლო კავშირებს ადასტურებს და მასთან საარჩევნოდ გაერთიანებას არ გამორიცხავს.

 ალტ-ინფოს ლიდერებს საკუთარ ძალებში ეჭვი არ ეპარებათ. პრორუსული ძალები თავს პროქართულად ასაღებენ და ფიქრობენ,  რომ არჩევნებზე,  რომელზეც ქვეყნის ევროინტეგრაციის ბედია დამოკიდებული, ხმებს მოიპოვებენ და მინიმუმ პარლამენტში მოხვდებიან.   

მთავარია რომ დაგვარეგისტრირეს, იმიტომ, რომ ჩვენ 50 ათასზე მეტი ხელმოწერა მივიტანეთ. ვისთან გავერთიანდებით კონსერვატიულ ფლანგზე ჯერ ამაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, მოლაპარაკებები მიდის. ლევანთან და ბევრთან ჩვენ ყოველთვის გვქონდა ურთიერთობა და ეხლაც გვაქვს, ლევანი ჩვენი მეგობარია, ბიჭებსაც აქვთ კომუნიკაცია. რომ გითხრათ, რამეზე შეთანხმებული ვართ, ტყუილი იქნება, არ ვართ შეთანხმებული, თუმცა ვერ უარვყოფთ, შეიძლება ასეთი რაღაცაც მოხდეს ბუნებაში. ეს ორმხრივი გადაწყვეტილება უნდა იყოს. ჩვენ არასდროს არ მქონია არც პრორუსული, პროამერიკული, ჩვენ ვართ პროქართული და გავაგრძელებთ ამ რეჟიმში და გვქონდა და გვექნება პროქართული გზავნილები და ამიტომაც გვაქვს ასეთი მზარდი რეიტინგი. ჩვენი უპირველესი ამოცანა არის ის, რომ საქართველო მშვიდობიანად გავიდეს ამ გეოპოლიტიკური დაძაბულობიდან და რყევებიდან და რუსეთან გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა", - აცხადებს კოა მორგოშია.

რუსული კანონი პარლამენტში და რუსული პარტია არჩევნებზე - ცესკომ ალტ-ინფო რეგისტრაციაში გაატარა, რაც იმას ნიშნავს რომ რადიკალების ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში რუსული პოლიტიკის მთავარ გამტარებლად იქცა, ოქტომბრ ის გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. 

შეგახსენებთ, რომ ვასაძე-ივანიშვილის დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება "შაბათის ეთერმა" ჩაატარა.  

მსგავსი სიახლეები