პრეზიდენტთან შეხვედრა დასრულდა - დაადებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონს ვეტოს?

04.04.24 17:24
პრეზიდენტთან შეხვედრა დასრულდა - დაადებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონს ვეტოს?

პრეზიდენტთან შეხვედრა დასრულდა. ათომელის სასახლიდან გამოსული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტს საკუთარი განწყობები რუსული კანონის შესახებ არ დაუმალავს. მთავარსარდალი ფიქრობს, რომ ეს კანონი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, სწორედ ამიტომ, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებს. 

პრეზიდენტს ექნება უმნიშვნელოვანესი როლი და ამაში შეუცვლელი ლიდერის როლშია პრეზიდენტი. თან საოცარი ბრძოლის ენერგია აქვს. პრეზიდენტის მანდატი კონსტიტუციით არის ვეტო, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მუხრუჭის ფუნქცია და გამოფხიზლების პოლიტიკური შინაარსი. საზოგადოების როლია აქ მთავარი, როგორ რეაგირებს საზოგადოება ამ ყველაფერზე, სახელის დარქმევა, რომ აი, ამ ყველაფრის ჩამდენ ხელისუფლებას პატიობ თუ არა? და ამისთვის აგერ, არის არჩევნები, სადაც ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, მათი სახლში გაშვების, - ამბობს პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია.

პოლიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ ევროპული დღის წესრიგის  გარშემო პრეზიდენტთან კოორდინაცია გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის შემობრუნების დაანონსების შემდეგ ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც პრეზიდენტმა ოპოზიციასთან და მესამე სექტორთან გამართა. 

მსგავსი სიახლეები