ბევრ ფართხალს ვნახავთ კრემლის და მისი საცეცი "ოცნების" მხრიდან - ნაცვლიშვილი
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი "ალტ-ინფოს" რუსეთის საცეცს უწოდებს და აცხადებს, რომ რამდენი "ალტ-ინფოც" არ უნდა დაარეგისტრიროს "ცესკომ", საქართველო ევროპისკენ სვლას არ გააჩერებს.
ბევრ ფართხალს ვნახავთ კრემლის და მისი საცეცი "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ ამ ქვეყანაში როგორმე ისევ მიიტაცონ ძალაუფლება, ოღონდ ამ ძალაუფლების გაყოფა ძალიან რომ უჭირთ და ერთმანეთსი უკვე რომ სერიოზული პრობლემები აქვთ, ამასაც ვხედავთ. რამდენი "ალტ-ინფო" და რამდენი რუსული საცეციც არ უნდა დაარეგისტრირონ, ეს ქვეყანა არ გააჩერებს სვლას ევროპისკენ", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რუსული კანონი პარლამენტში და რუსული პარტია არჩევნებზე - ცესკომ ალტ-ინფო რეგისტრაციაში გაატარა, რაც იმას ნიშნავს რომ რადიკალების ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში რუსული პოლიტიკის მთავარ გამტარებლად იქცა, ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.