სააკაშვილი: არ გავატანინებთ და არ ავარევინებთ!

04.04.24 17:41
სააკაშვილი: არ გავატანინებთ და არ ავარევინებთ!

"ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია", - ასე ეხმაურება რუსული კანონის შემობრუნებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პუტინის დავალებას და სურვილს ასრულებს ივანიშვილი, რადგან ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირის ინტერესში შედის "პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის გავლენის ამოძირკვა".

სააკაშვილი საზოგადოებას გაერთიანებისკენ, მობილიზებასა და შეუპოვრობისკენ მოუწოდებს.

ყირგიზეთშიც კანონი მეორე მცდელობით, 2 დღის წინ მიიღეს. შარშან საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, პრეზიდენტმა ჟაპაროვმა კანონი გაიწვია და წელს ხელახლა შემოიტანა. მანამდე ეს კანონი მიიღო ყაზახეთმა. მოსკოვის მთავარი ამოცანა, რაც პუტინმა პირველივე შეხვედრაზე განმიმარტა, არის პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთის გავლენის ამოძირკვა და ამიტომ ის, რომ ოლიგარქმა მაგიდა ააყირავა და კანონი მეორედ შემოიტანა, საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების ნაწილია.

ჩვენ ახლა, როგორც არასდროს,  ერთიანობა, მობილიზაცია და შეუპოვრობა გვჭირდება. ჩვენ ეს გამოგვივა!

არ გავატანინებთ და არ ავარევინებთ! - წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები