ჩვეულებრივი ზონდერი ხარ, აქედან გადი! - ხმაური უგულავას პროცესზე

07.07.21 16:01
ჩვეულებრივი ზონდერი ხარ, აქედან გადი! - ხმაური უგულავას პროცესზე

ძიუდოისტის ცემის საქმე - სასამართლო პროცესზე გიგი უგულავა დაზარალებულად ცნობილ ბადრი გავაშელიშვილს დაუპირისპირდა.

,,ჩვეულებრივი ზონდერი ხარ და ხომ გცემე, ახლა მიბრძანდი აქედან" - მიმართა უგულავამ ბადრი გავაშელიშვილს. 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპის ვიცე ჩემპიონმა ჭიდაობაში სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ 2019 წელს თბილისის აეროპორტში მას გიგი უგლავამ სახეში მუშტი დაარტყა და წააქცია. 

,,უთავმოყვარეო ხარ,  ხომ ხარ ნაცემი და კუდამოძუებული, აქედან დაახვიე! - მიმართა გავაშელიშვილს გიგი უგულავამ. 

დაპირისპირების დროს მანდატურის სამსახურმა ბადრი გავაშელიშვილი სხდომათა დარბაზიდან გაიყვანა.