რუსეთის აგენტურა და მეხუთე კოლონა - ელისაშვილი "ალტ-ინფოზე"

04.04.24 17:40
რუსეთის აგენტურა და მეხუთე კოლონა - ელისაშვილი "ალტ-ინფოზე"

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ალტ-ინფოს" რუსეთის აგენტურას და მეხუთე კოლონას უწოდებს და აცხადებს, რომ ისურვებდა არჩევნებზე ქართველმა ხალხმა რუს რადიკალებს მინიმუმზე მინიმუმი მიცემული ხმით უთხრან თავისი სათქმელი.

მე ვისურვებდი, რომ ჩვენმა გულიანმა, ყოჩაღმა ქართველმა ამომრჩეველმა კარგად გააანალიზოს ამ "ალტ-ინფოს" სახით რა ძალასთან გვაქვს საქმე. ეს პირდაპირ აგენტურა და მეხუთე კოლონაა რუსეთის. მე ვისურვებდი, რომ მათ არჩევნებზე მიიღონ მონაწილეობა და მიიღონ მინიმუმზე მინიმუმი შედეგი", - ამბობს ელისაშვილი.

რუსული კანონი პარლამენტში და რუსული პარტია არჩევნებზე - ცესკომ ალტ-ინფო რეგისტრაციაში გაატარა, რაც იმას ნიშნავს რომ რადიკალების ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში რუსული პოლიტიკის მთავარ გამტარებლად იქცა, ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. 

მსგავსი სიახლეები