გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც შეზღუდვის ინსტრუმენტი - საფრანგეთის ელჩი საქართველოში
საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი რუსული კანონის ხელმეორედ ინიცირებას ეხმაურება.
ელჩის თქმით, გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იყოს გამოყენებული.
"უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ: გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტი”, - წერს ელჩი.