დადგება თუ არა საქართველოს მოქალაქეების გვერდით სალომე ზურაბიშვილი ქუჩაში რუსული კანონის წინააღმდეგ

04.04.24 20:01
დადგება თუ არა საქართველოს მოქალაქეების გვერდით სალომე ზურაბიშვილი ქუჩაში რუსული კანონის წინააღმდეგ

26 ოქტომბერი - თარიღი, როდესაც "ქართულ ოცნებას" ძალაუფლება უნდა გამოაცალონ. ამ გზავნილით დატოვა ოპოზიციამ ათონელის რეზიდენცია. როგორც ჩანს, ეს იყო სალომე ზურაბიშვილის მთავარი სათქმელიც. პრეზიდენტის რეზიდენცია ისევ პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ხდება და აქტიური კონსულტაციები დაწყებულია. რუსული კანონის დაინიცირებიდან მეორე დღეს სალომე ზურაბიშვილი მოქმედებაზე გადავიდა. 
 
რუსულ კანონს ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს. პოლიტიკოსები კი აანონსებენ, რომ პროტესტი დაიწყება  ყველგან, სადაც "ქართული ოცნება" ანტიევროპული კანონის განხილვას დაიწყებს და ეს მხოლოდ პარლამენტი არ იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტიკური ავანტიურა პასუხის გარეშე არ დარჩება. ევროპული არჩევანის დასაცავად პოლიტიკოსებს და საზოგადოებას ისევ გაერთიანება მოუწევს

პრეზიდენტის მოლაპარაკებები ოპოზიციასთან - ნანუკა ქაჯაია ყველა დეტალით

მსგავსი სიახლეები