რუსული კანონის ხელახლა ინიცირება - "ოცნება" დასავლეთიდან უმკაცრეს გაფრთხილებებს იღებს

04.04.24 20:21
რუსული კანონის ხელახლა ინიცირება - "ოცნება" დასავლეთიდან უმკაცრეს გაფრთხილებებს იღებს

 

მეორე დღეა, "ქართული ოცნება" დასავლეთიდან უმკაცრეს გაფრთხილებებს იღებს. ევროკავშირით დაწყებული და შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტით დასრულებული - ყველა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვან რუსული კანონის მიღებაზე. სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება პუტინის მეთოდებით - ასე ეხმაურებიან ამერიკელი სენატორები ხელისუფლების მიერ ინიცირებულ კანონს. ვაშინგტონი  ოცნებას მარტის აქციებს ახსენებს. 

უმწვავესია ევროკავშირიდან მიღებული გზავნილები. ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს რუსული კანონის მიღების სანაცვლოდ ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს. ერთადერთი, ვინც რუსული კანონით აღფრთოვანებულია ისევ  რუსეთია.  ჩვენს ინტერესშია საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარებაა იყოს - ასე ეხმაურება პუტინის პრესმდივანი რუსული კანონის მეორედ მოსვლას საქართველოს პარლამენტში.

კრიტიკა დასავლეთისგან - ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები