რუსული კანონის წინააღმდეგ ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა დაანონსებულია - ახალგაზრდები მოქმედებაზე გადავიდნენ
ქართული ოცნების შიში - რამდენიმე ადამიანის რუსთაველზე შეკრებამ ხელისუფლება პანიკაში ჩააგდო. კობახიძის ადმინისტრაციის ეზო სპეცრაზმელებით არის სავსე. არადა ჯერ ახალი საპროტესტო ტალღის აგორების ზუსტი თარიღიც კი არ არის ცნობილი. შეკრება, რომელმაც მთავრობას მოსვენება დააკარგვინა მხოლოდ საორგანიზაციოა.
რუსული კანონის წინააღმდეგ ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა დაანონსებულია. ახალგაზრდებს, რომლებმაც ხელისუფლებას საკუთარი ძალა ერთხელ უკვე აჩვენეს, მზადება დაწყებული აქვთ. ამ წუთებში მოვლენების ეპიცენტრი რუსთაველის გამზირია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ჯერ მხოლოდ მოსამზადებელი შეხვედრა იმართება იმისთვის, რომ გაიწეროს გეგმა, როდის და რა ფორმით დაიწყება აქციები ოცნების რუსული კანონის წინააღმდეგ.