"ოცნება" რუსულ კანონს ევროპულად ასაღებს - ოლიგარქის გუნდმა ახალი კამპანია დაიწყო
"ოცნება" რუსულ კანონს ევროპულად ასაღებს - მწვავე პროტესტის შემდეგ სახელისუფლებო გუნდმა ახალი კამპანია დაიწყო. ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ პროექტი რუსული კი არა, ევროპულია და ამ ნაბიჯით საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციას შეასრულებს. მამუკა მდინარაძე, რომელსაც ერთი წლის წინ საჯაროდ დადებული პირობა უკან წააღებინეს, დღეს ამტკიცებდა, რომ ეს კანონი "საგზურია ევროპაში".
დეზინფორმაციული კამპანიის სათავეში ისევ უმრავლესობის ლიდერი იდგა. მდინარაძემ რუსული კანონის შესახებ ყველაფერი როგორც ჩანს საკუთარ თავზე აიღო. ამიტომ დღეს არ მორიდებია კიდევ ერთი ტყუილი ეთქვა და ქართველი ხალხის გადაგდებაში არა საკუთარი გუნდი, არამედ სამოქალაქო სექტორი დაედანაშაულებინა. ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობის პირობა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაარღვიეს და "ოცნებამ" კანონის მობრუნებით მათზე შურისძიება გადაწყვიტა.