რუსული კანონი პარლამენტში და პრორუსული პარტია არჩევნებზე - ძალადობრივი "ალტ-ინფო" მანდატების მისაღებად ემზადება

04.04.24 20:33
რუსული კანონი პარლამენტში და პრორუსული პარტია არჩევნებზე - ძალადობრივი "ალტ-ინფო" მანდატების მისაღებად ემზადება

რუსული კანონი  და  პრორუსები პარლამენტში?  "ალტ-ინფო" მანდატების მისაღებად  ემზადება.  ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რადიკალების დაჯგუფება  როგორც საარჩევნო სუბიექტი რეგისტრაციაში გაატარა.  კოკა მორგოშიას საარჩევნო კამპანია პრაქტიკულად დაწყებული აქვს.  შეხვედრები ემიგრანტებთან, მათ შორის რუსეთის დედაქალაქში უკვე დაანონსებულია.   ოკუპანტ ქვეყანასთან  ახლო ურთიერთობა რადიკალების  გეგმის  მთავარი ნაწილია. 

 არ არის გამორიცხული  "ალტ ინფოს" საარჩევნო სიაში მოხვდეს ლევან  ვასაძე და  მისი გარემოცვა.  მორგოშია აანონსებს, რომ მის  მეგობართან ახლა უკვე პოლიტიკური შეთანხმებაც  გააფორმოს. რა მესიჯი გაუგზავნა ცესკომ ქართველ ხალხს  ამ გადაწყვეტილებით? ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ   კალანდარიშვილმა ოცნების კიდევ ერთი დაკვეთა შეასრულა და  დეპუტატობისკენ გზა გაუხსნა ადამიანებს, ვინც ძალადობრივი ქმედებების  გამო ახლა წესით ციხეში უნდა ისხდნენ.

ცესკომ "ალტ ინფო"  რეგისტრაციაში გაატარა - ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები