ამ კანონის წინააღმდეგ უნდა გავილაშქროთ, არ უნდა გაჩერდეს ქართველი ხალხი - ლაზარეს ბაბუა

04.04.24 20:41
ამ კანონის წინააღმდეგ უნდა გავილაშქროთ, არ უნდა გაჩერდეს ქართველი ხალხი - ლაზარეს ბაბუა

"არ უნდა გაჩერდეს ქართველი ხალხი და ახალგაზრდობა და ამ კანონის წინააღმდეგ უნდა გავილაშქროთ," - ამ განცხადებას ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე "პირველებთან" აკეთებს და რუსული კანონის ხელახლა ინიციარებას ეხმაურება.

კალანდაძე ახლა პარლამენტის წინ იმყოფება, სადაც საორგანიზაციო შეხვედრა მიმდინარეობს და სადაც უნდა შედგეს გეგმა, როგორი იქნება სამოქმედო გეგმა.

მგონია, რომ არ უნდა გაჩერდეს ქართველი ხალხი და ახალგაზრდობა და ამ კანონის წინააღმდეგ უნდა გავილაშქროთ, რაც ჩვენს ძლებშია და რაც ჩვენ კანონით გვეკუთვნის. თუ ხალხი გამოვა, შედეგი იქნება, თუ ხალხი არ გამოვა, შედეგი არ იქნება - გაიტანენ თავისას,“ - ამბობს გია კალანდაძე.

მსგავსი სიახლეები