მარტის აქციებზე აქ ვიდექი, მაშინ ვივაჟკაცეთ - მსოფლიო ბანი რუსთაველზე მივიდა

04.04.24 20:47
მარტის აქციებზე აქ ვიდექი, მაშინ ვივაჟკაცეთ - მსოფლიო ბანი რუსთაველზე მივიდა

"ეს მავნებელი მთავრობა ცდილობს, რომ თავიდან მიიღოს - ეს არ უნდა დავუშვათ მთელმა საქართველომ," - ამ განცხადებას მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე აკეთებს. 

პაატა ბურჭულაძე რუსთაველზე, პარლამენტის წინ მივიდა, სადაც საორგანიზაციო შეკრება მიმდინარეობს. ბურჭულაძეს აქვს ინიციატივა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააყენონ საკითხი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებასთან დაკავშირებით.

შარშან მე აქ ვიდექი მარტის აქციებზე და მაშინ ვივაჟკაცეთ ყველამ და არ მივაღებინეთ რუსული კანონი, მაგრამ ახლა ეს მავნებელი მთავრობა ცდილობს, რომ თავიდან მიიღოს - ეს არ უნდა დავუშვათ მთელმა საქართველომ და მინდოდა, რომ ერთი მოთხოვნაც დაგვემატებინა, რომ აუცილებლად კეთილსინდისიერებაზე უნდა შემოწმდეს ყველა მოსამართლე," - ამბობს პაატა ბურჭულაძე.

მსგავსი სიახლეები