არცერთი ნაბიჯი "ოცნებამ" არ უნდა გადადგას დიდი დანაკარგის გარეშე - მელაძე

04.04.24 21:16
არცერთი ნაბიჯი "ოცნებამ" არ უნდა გადადგას დიდი დანაკარგის გარეშე - მელაძე

„არცერთი ნაბიჯი ქართულმა ოცნებამ არ უნდა გადადგას დიდი დანაკარგის გარეშე, არცერთი ნაბიჯი მას არ უნდა გაუტაროს საქართველოს აქტიურმა სამოქალაქო საზოგადოებამ,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ ილიაუნის ლექტორი, ჯიუტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი გიორგი მელაძე აკეთებს.

როგორც მელაძე ამბობს, პარლამენტის წინ დღეს შეიკრიბნენ იმიტომ, რომ შემუშავდეს გეგმა რუსული კანონის წინააღმდეგ.

მთავარი არის, რომ ყველას გვესმოდეს ერთი პრინციპი - არცერთი ნაბიჯი ქართულმა ოცნებამ არ უნდა გადადგას დიდი დანაკარგის გარეშე, არცერთი ნაბიჯი მას არ უნდა გაუტაროს საქართველოს აქტიურმა სამოქალაქო საზოგადოებამ. განსაკუთრებით ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგაა - დღეს სამი კანონპროექტი დააყენეს და ქალების კვოტირების თემა უკვე გაიტანეს. მთელ სისტემას დღეს ისინი აწყობენ მაქსიმალური გამარჯვების მოსაპოვებლად ამ არჩევნებზე და სწორედ აქ უნდა დამარცხდეს,“ - ამბობს გიორგი მელაძე.

მსგავსი სიახლეები