ესენი ამას არ დათმობენ ასე იოლად... გამოსავალი არის ამათი სამუდამოდ მოშორება - ჭანტურია
„მხოლოდ ფულით და კომპრომატით დაკავებული ხალხია,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი გია ჭანტურია აკეთებს და რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას ეხმაურება.
ჭანტურიას თქმით, "ოცნება" პროპაგანდის დახმარებით ცდილობს საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და ანტიდასავლური განწყობების გაღრმავებას.
ახლა უხსნიან რომ დემოკრატიის დაფინანსებისთვის ფულს გავაკონტროლებ, მაგრამ ამათ ჰგონიათ, რომ ევროკავშირს რომ ეტყვი, რომ შენ არ დაგინახო ამ ქვეყანში დემოკრატია დაამკვიდრო და ამაში ფული დახარჯო, მაგრამ ფერმერს იქ თესლი უყიდე და ტრაქტორი უყიდე - ხალხი ასეთი ჰგონიათ, ასეთია პროპაგანდა.
უნდა მოხდეს ამათი სააშკარაოზე გამოყვანა, ეს არის რუსული ტიპის მმართველობა, დღევანდელ პარლამენტში გადახედეთ მხოლოდ ფულით და კომპრომატით დაკავებული ხალხია...
ესენი ამას არ დათმობენ ასე იოლად, ამიტომ ინიციატივა მაშინაც გამოსვლების იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ყველა პარტია შეუერთდა, მაგრამ ნურავის ილუზია ნუ ექნება, რომ თუ რამეს კიდევ დათმობენ, იგივეს არ გააკეთებენ. ერთადერთი გამოსავალი არის ამათი სამუდამოდ მოშორება,“ - ამბობს ჭანტურია.