სიმბოლურია, რომ 8 აპრილს არის ლაზარეს პროცესი და ერთი წლის თავზე მის თანატოლებს უწევთ იმავე საკითხის ირგვლივ გაერთიანება - ჩხობაძე
"სიმბოლურია, რომ 8 აპრილს არის ლაზარეს სასამართლო პროცესი, ზუსტად ერთი წლის წინ დაპატიმრებული ადამიანი და ერთი წლის თავზე მის თანატოლებს უწევთ იმაზე საკითხის გარშემო გაერთიანება," - ამ განცხადებას "რეაქციაში" მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრი, დავით ჩხობაძე აკეთებს და რუსული კანონის ხელახლა ინიციარებას ეხმაურება.
ჩხობაძის თქმით, სიმბოლურ თარიღს ამთხვევს "ოცნება" კანონპროექტზე მსჯელობის გახსნას პარლამენტში, 8 აპრილს ბიუროზე დარეგისტრირდება კანონპროექტი, პარალელურად კი სწორედ მარტის აქციების დროს დაპატიმრებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესია.
ერთი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა ეს 6-გვერდიანი მაკულატურა. აქ ყველაზე მძიმე ამბავი არის ის, რომ ისინი არცკი მალავენ იმას, რომ შინაარსი არის იგივე და მხოლოდ რამდენიმე სიტყვა შეცვალეს და ვფიქრობ, რომ ეს არის დილემა სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ინიცირებული შვილობილი ინიციატივა, რომელიც არის იდენტური, გაუვათ თუ არა ეს ყველაფერი.
ყველას კარგად გვაქვს გათავისებული, რომ თუ ჩვენ ვშორდებით ევროპულ ოჯახს, ე.ი ავტომატურად ვუკავშირდებით რუსეთის ძირგამომპალ იმპერიას. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ აპირებს, კიდევ ერთხელ გატესტოს ადამიანების ნება, არიან თუ არა ისინი მზად, რომ ქუჩაში იყვნენ საბოლოოდ მიიღონ გადაწყვეტილება, დატოვებენ თუ არა ამ არაფრისმაქნის ხელისუფლებას და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ოცნება პრაქტიკაში დაინახავს რუსთაველის გამზირზე,“ - ამბობს ჩხობაძე.