ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ამას ვერანაირი გარე და შიდა მტერი ვერ შეუშლის ხელს - კალაძე დროშის დაწვაზე

07.07.21 16:07
ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ამას ვერანაირი გარე და შიდა მტერი ვერ შეუშლის ხელს - კალაძე დროშის დაწვაზე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, პუტინისტური ძალების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტს ეხმაურება.

მერი ძალადობას ემიჯნება და იქვე ამბობს, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი.

ვერანაირი ვანდალიზმი, ვერანაირი გარე და შიდა მტერი ვერ შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს იმ მისწრაფებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს და ის, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ჩვენ ვართ ევროპელი, ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები პირველი რესპუბლიკის დროსაც იზიარებდნენ იმ ფასეულობებს, რასაც ევროპა და ევროპელობა ჰქვია,“ - აცხადებს კახა კალაძე.