მოძალადე ჯგუფები წყალს რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ხომ არ ასხამენ? - მდინარაძე

07.07.21 16:30
მოძალადე  ჯგუფები წყალს რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ხომ არ ასხამენ?  - მდინარაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, მამუკა მდინარაძე, თვლის, რომ მოძალადე ჯგუფების აგრესიული ქმედებები წყალს ოპოზიციის წისქვილზე ასხამს. მისი თქმით, აღნიშნული ქმედებები სწორედ რადიკალური ოპოზიციისა და პრაიდის ორგანიზატორების ინტერესებშია. 

თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეროვნული იდენტობა, ეროვნული ინტერესები, ეკლესია უნდა დაიცვან, ის ქმედებები, რაც მათმა ნაწილმა განახორციელა, პირიქით, ხომ არ უწყობს ხელს ამ ყველაფრის დისკრედიტაციას? ისინი ვიღაცის წისქვილზე ხომ არ ასხამენ წყალს და ის ვიღაცები არიან, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და პრაიდის ორგანიზატორები, რომლებიც, ალბათ, ამას ინატრებდნენ და ისურვებდნენ, მათ განეხორციელებინათ ძალადობა ჟურნალისტებზე, ინატრებდნენ, რომ ვიღაცას ჩამოეხსნა ევროკავშირის დროშა, - ამბობს  მამუკა მდინარაძე.