შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა - ჰერალდიკის საბჭო

07.07.21 16:31
შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა - ჰერალდიკის საბჭო

ჰერალდიკის საბჭო პუტინისტური ჯგუფების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯისა და დაწვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. 

შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისდამი არაღირსი პატივით მოპყრობა. ევროპის დროშა არ არის ცალკე აღებული რომელიმე ორგანიზაციის, ევროკავშირის ან ევროსაბჭოს სიმბოლო. ევროპის დროშა განასახიერებს ევროპულ იდენტობას და ევროპის მთლიანობას. ლაჟვარდის ველზე გამოსახული 12 ოქროს ვარსკვლავი ევროპული ერთიანობის, სოლიდარობის და ჰარმონიული თანაცხოვრების სიმბოლოა"- წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები