აშშ მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფებების წინ წასაწევად - საელჩო

05.04.24 12:52
აშშ მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფებების წინ წასაწევად - საელჩო

საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს განცხადებაშია საუბარი.

საელჩოს განცხადებაში საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელძღვანელი პირების შეხვედრის შესახებ.

ელჩი დანიგანი შეხვდა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელობას და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის, გარემოს დაცვის, დემოკრატიისა და თანასწორობის ადვოკატირებაში მათი საქმიანობის შესახებ მოისმინა. 

საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე. 

შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა ქართველის ძალისხმევას ქვეყნის ევროკავშირისკენ მისწრაფებების წინ წასაწევად.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი• Social Justice Center," - წერია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები