კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მას გაბატონებულ პირთა ჯგუფი მართავს - კოპალეიშვილი
ბილისის საქალაქო სასამართლომ კლანის 4 გავლენიანი მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესი გააჩერა - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და პარტია "ახალის" წევრის მაია კოპალეიშვილის თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მას გაბატონებულ პირთა ჯგუფი მართავს.
კოპალეიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მსგავსი ქმედებებით, სასამართლო ხელისუფლება ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება
თავად სასამართლო ხელისუფლებამ, ერთის მხრივ ხომ საკუთარ გამჭვირვალობას შეუშალა ხელი, მეორეს მხრივ თავად ანტიკორუფციულ ბიუროს, როგორც ინსტიტუტის გაძლიერებასაც უშლის ხელს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, სასამართლო ხელისუფლება რომ არ არის დამოუკიდებელი, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არის გაბატონებულ პირთა ჯგუფი, რომელიც მართავს ამ სასამართლო ხელისუფლებას, რამეთუ სასამართლო ხელისუფლებას დაავიწყდა მისი ძირითადი ფუნქცია, რომ მან უნდა უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობის შესრულება. სასამართლო ხელისუფლება ფაქტობრივად ეწინააღმდეგება ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას მისი ასეთი მოქმედებებით", - აცხადებს მაია კოპალეიშვილი.
"პირვველების" ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ კლანის 4 გავლენიანი მოსამართლის ქონების შემოწმების პროცესი გააჩერა.
სკანდალური მოსამართლეები ანტიკორუფციული ბიუროს იმ 300 კაციან სიაში მოხვდნენ, ვისი ქონებაც გადამოწმდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათ სასამართლოში იჩივლეს და სასამართლოც კლანისთვის მაშველ რგოლად იქცა.
ეს მოსამართლეები არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" ინფორმაცია ანტიკორუფციული ბიუროსგან გამოითხოვა და სწორედ ანტიკორუფციულმა დაუდასტურა არასამთავრობოს, რომ ოთხმა მოსამართლემ სასამართლოს იმისათვის მიმართა, რომ ანტიკორუფციულმა მათი დეკლარაციები არ შეამოწმოს.
ახლა მთავარი კითხვაა, რატომ არ სურთ მოსამართლეებს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ შეამოწმოთ და რა აქვთ მათ დასამალი.